ამ ბიჭს ფინიშის ხაზზე მაყურებლები ოვაციით შეხვდნენ (ვიდეო)

 

100- მეტრიანი ცურვა, 4-კილომეტრიანი ველორბოლა და 1,3 კილომეტრის დისტანციაზე სირბილი – ასეთია ინგლისში ჩატარებული ტრიატლონის Castle Howard Triathlon-ის პროგრამა. ამ შეჯიბრის არცერთ მონაწილეს მაყურებელი არ შეხვედრია ისეთი ოვაციით, როგორც ბეილი მეთიუზს, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ამის მიუხედავად, ბეილიმ ფინიშის ხაზი გადაკვეთა. მეტიც, მან დისტნციის ბოლო 20 მეტრი სპეციალური დანადგარის გარეშე გაიარა. ბიჭუნა ორჯერ წაიქცა, მაგრამ შეჯიბრი მაინც დამოუკიდებლად დაასრულა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bEWO9JljMCY[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები