ბავშვი, რომელიც იშვიათი დაავადებით დაიბადა, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა. პატარა ოლი ტრეზისს, ცხვირის უცნაური ფორმის გამო, პინოქიო შეარქვეს. სინამდვილეში ამ ბავშვს იშვიათი დაავადება – ენცეფალოსელა სჭირს, რომლის გამოც მისი ტვინის ნაწილი თავის ქალის ბზარიდან ცხვირში გამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
ბავშვის ზედმეტსახელი დედამისისთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. ის ოლის „ჩემს პინოქიოს“ ეძახის. ბავშვის ორიგინალურ გარეგნობას მამამისიც შეეჩვია. ცოტა ხნის წინ ოლი ტრეზისს ოპერაცია გაუკეთეს. ახლა მისი ცხვირი პინოქიოს ცხვირს აღარ ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.
სხვა სიახლეები