ამ ადამიანმა მსოფლიოში ლეგოს უდიდესი მოდელის აგებას სამი წელი მოანდომა (ფოტოკოლაჟი)

შოტლანდიელმა ჯიმ მაკ დონოუმ სამი წელი მოანდომა მსოფლიოში უდიდისი „ლეგოს“ კონსტრუქტორის მოდელის აგებას. 7-მეტრიანი მოდელი, რომელიც მთლიანად ლეგოს კონსტრუქტორის დეტალებით არის გაკეთებული ამერიკული სახაზო ხომალდ „მისურის“ ასლია, რომელზეც 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის აქტის ხელმოწერა მოხდა. ამ გემის გარდა, მაკ დონოუს აგებული აქვს იაპონური საესკადრო ნაღმოსნების და ტრანსპორტის მოდელი. მომავალში კი ის კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას გეგმავს და ავიამზიდ „სარატოგას“ მოდელის აგებას აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები