ამ ადამიანის სისხლმა 2 მილიონი ბავშვი გადაარჩინა

როდესაც ჯეიმს ჰარისონი 13 წლის იყო, მას მძიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, იგი სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ექიმებმა შეძლეს დონორის მოძიება, 13 ლიტრი სისხლი გადაუსხეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც კი ჯეიმსი 18 წლის გახდა, მივიდა „წითელი ჯვრის“ პუნქტში, რათა თავადაც გაეღო სისხლი სხვის დასახმარებლად და სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ მას უნიკალური სისხლის აქვს, ანუ მისი სისხლი შეიცავს იშვიათ, განსაკუთრებულ ანტისხეულებს, რომლებიც ძალიან ეხმარება რეზუს- უარყოფითი ჯგუფის სისხლის ორსულებს, თავიდან აიცილოს სხვადასხვა სახის გართულება, მაგალითად, ბავშვის ანემია და სიყვითლე.

როდესაც ჯეიმსმა საკუთარი სისხლის უნიკალურობა შეიტყო, მხოლოდ ერთი კითხვა დასვა, რამდენად ხშირად შეეძლო სისხლის ჩაბარება და აი ის უკვე 60 წელია, ყოველ 3 კვირაში ერთხელ, თავის სახლთან ახლომდებარე სამედიცინო პუნქტში, აბარებს სისხლს. მისი სიკეთით მსოფლიოს 2-მა მილიონმა ქალმა შეძლო, არიდებოდა რეზუს – უარყოფით კონფლიქტს ემბრიონთან.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები