ამსტერდამში საღეჭი რეზინისგან კედები დაამზადეს (ვიდეო)

აქტივისტებმა ნიდერლანდებიდან, ქალაქის ქუჩებში საღეჭი რეზინები შეაგროვეს და ნამდვილი კედები Gumshoe Amsterdam დაამზადეს. პროექტი მარკეტინგულმა კომპანია Iamsterdam-მა განახორციელა, რათა ქალაქის დაბინძურების მიმართ ყურადღება მიეპყრო. აქტივისტებმა ქუჩებში დაყრილი საღეჭი რეზინები მოაგროვეს და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანია Explicit-ში მიიტანეს. ერთობლივი ძალისხმევით, შეიქმნა დაპრესილი საღეჭი რეზინისგან დამზადებული ულამაზესი ფეხსაცმელი. უახლოეს მომავალში ის გაყიდვაში ჩაეშვება, ფასი ჯერჯერობით უცნობია.
სტატისტიკის მიხედვით, ამსტერდამის ხელისუფლება წელიწადში 1,5 მილიონ კილოგრამზე მეტს აგროვებს, ეს რიგით მეორე პრობლემაა გადაგდებული სიგარეტის ნამწვების შემდეგ. ეკოლოგების მონაცემების მიხედვით, საღეჭი რეზინის საბოლოო გახრწნას ძალიან დიდი დრო-20—25 წელი სჭირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები