თუ დასუსტებული ხართ, ახლახან ოპერაცია გაიკეთეთ ან უბრალოდ, თქვენი ორგანიზმის გაძლიერება გსურთ – აკადემიკოს ნიკოლაი ამოსოვის პასტა – საუკეთესო საშუალებაა!
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 500-500 გრამი ქიშმიში, კურაგა, ლეღვი, შავი ქლიავი კურკის გარეშე, ნიგოზი და 1 კანიანი ლიმონი.
ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ან სამზარეულო კომბაინში. დაამატეთ 500 გრამი თაფლი. მოურიეთ და განათავსეთ ქილებში. მიკროელემენტებით და ვიტამინებით მდიდარი პასტა უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ – 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.