ახალციხის #8–ე უბანზე, ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტენთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო.
კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გვარამაძე ამბობს, რომ ამომრჩეველი პირადობის მოწმობას მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს, როცა ხმის მიცემა დასრულდება და კომისიის წევრები ბიულეტენებს დათვლიან.
„ეტყობა, ქალბატონმა თავისი პირადობის მოწმობა ბიულეტენების შუა მოაქცია, კონვერტში ჩადო და ჩაუშვა ყუთში. როდესაც ყუთს გავხსნით უკვე გვეცოდინება ამ პიროვნებამ ვინ შემოხაზა“, – განაცხადა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება.
Prev Post
სხვა სიახლეები