ამოვისუნთქე! – გიორგი გასვიანი თავის ტკივილების შესახებ

ცნობილი ტელესახე და მსახუობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში სტატუუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში შემაწუხებელი თავის ტკივილები ტანჯავდა, თუმცა მიზეზს მხოლოდ ახლახან მიაკვლია:

“2 წელი მტანჯავდა მუდმივი თავის ტკივილი ვერაფრით გავიგე ზუსტი მიზეზი.. არც შაკიკი.. არც კლასტერული, არც სინუსური და აშ.. ექიმებმა დაძაბულობის გამოაო..

24/7-ზე მტკიოდა თავი!

შემთხვევით აღმოვაჩინე მიზეზი:

დავკარგე აიქოსის აპარატი, ახალი არ მიყიდია და რამდენიმე დღე დავანებე თავი აიქოსის მოწევას… უეცრად, თავის ტკივილები გაქრა.. და მივხვდი რომ მენთოლიანი აიქოსის ყოველდღე მოწევა მტანჯავდა 2-3 წელი! ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელს ვიღებდი!

ა მ ო ვ ი ს უ ნ თ ქ ე!!!

დასკვნა: მიზეზია მენთოლიანი ნიკოტინი.. ორივე ერთად იწვევდა!+, – წერს გასვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები