“ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფიუმერიისთვის იჯიბებენ!” – რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის ვიდეოს გამოეხმაურა

რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის გუშინდელ ვიდეოს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – წერს რობერტ სტურუა, რასაც ხალხის უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. “სამარცხვინო ხართ”, “ხელს ნუ აფარებთ მოძალადეს, სირცხვილია”, “რა სირცხვილი ხართ :((( ნეტავ, რატომ მიყვარდით ერთ დროს :((” და ა.შ
რობერტ სტურუაც ეხმაურება ხალხის უარყოფით კომენტარებს: “წინათ ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია – დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფიუმერიისთვის იჯიბებენ!
ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!
P.S.
სხვათა შორის, ჯონი დეპმა მოიგო საქმე!
საზიზღარმა მოძალადემ!”
“ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები!”

კომენტარები

სხვა სიახლეები