“ამიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულები, რომ არასწორი, არასამედიცინო პირბადეები უკეთიათ” – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, რომ კორონავირუსისგან თავდასაცავად მათ მხოლოდ სამედიცინო პირბადეები უნდა გამოიყენონ, ქვეყანაში შემოსული ყველა ნიღაბი კი სათანადოდ უნდა შემოწმდეს:
„ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.
ლაბორატორია, რომელმაც უნდა შეამოწმოს პირბადე, ღირს 45-50 აშშ დოლარი. ჩამოიტანონ საქართველოში და გადამოწმდეს ყველა, რომელიც შემოდის ქვეყანაში.
არაერთი კვლევა დაიდო, რომ კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს, არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია, ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო.
ამიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულები, რომ არასწორი, არასამედიცინო პირბადეები უკეთიათ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.