ამინდის პროგნოზის წამყვანი ეთერში ჩაძინებული შვილის თანხლებით გამოჩნდა (ვიდეო)

აშშ-ს ქალაქ მინეაპოლისში, ამინდის პროგნოზის წამყვანი სუზი მარტინი ეთერში ჩვილ შვილთან ერთად გამოჩნდა. 2 წლის ბიჭუნა მას „სლინგში“ ჰყავდა კომფორტულად ჩასმული. მარტინის შვილმა ეკრანზე გამოჩენისთანავე ტკბილად დაიძინა, ხოლო დედამ ენერგიულად და შეუფერხებლად გააცნო ამერიკელ მაყურებელს ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი.
მოგვიანებით, მარტინმა, რომელიც კომპანია Praedictix-ში სტაჟიანი მეტეოროლოგი და ოპერაციების დირექტორია, თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ მას ბავშვის გადაყვანის თავისი საყვარელი მეთოდის პოპულარიზების სურვილი ჰქონდა.
წამყვანის თქმით, მას „სლინგი“ ძალიან დაეხმარა იმაში, რომ ბევრად უფრო ბედნიერი დედა გამხდარიყო. ასევე მარტინის განცხადებით, ამ მეთოდით მან მხარი დაუჭირა „სლინგის“ გამოყენების საერთაშორისო კვირეულის ჩატარებასაც.
მისი ეთერის შემდეგ, ამერიკულ სოციალურ ქსელებში აღნიშნულ თემაზე აქტიური განხილვები დაიწყო, თავად ვიდეომ კი მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

https://www.youtube.com/watch?v=6bj-VhP7yPo&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები