ამერიკულ ოჯახში 100 წლის შემდეგ, პირველად, გოგო გაჩნდა

ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში, აიდაჰოს შტატში, 100 წლის მანძილზე პირველად გოგო გაჩნდა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 1914 წლიდან ანდერდალის ოჯახში მხოლოდ ბიჭები იბადებოდნენ. წლევანდელ 12 აპრილს კი სკოტ და ეშტონ ანდერდალს ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას აურელია მერი ანონი დაარქვეს. როგორც ბავშვის მამამ აღნიშნა, ანდერდალის მთელ ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ოთხ თაობაში დაბადებულ ბიჭებს შორის ახლა ქვეყანას პირველი გოგონა მოევლინებოდა. ასეც მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები