ამერიკულ მუზეუმში ტრამპის, რიანას, ბუშის და ტეილორ სვიფტის შიშველი ქანდაკებები გამოფინეს

ამერიკულ მუზეუმში პოლიტიკოსების – დონალდ ტრამპის, ჯორჯ ბუშის და მომღერლების – რიანას და ტეილორ სვიფტის შიშველი ქანდაკებები გამოფინეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. მთლიანად აქ 12 ცნობილი პირის ქანდაკებაა წარმოდგენილი. ყველა მათგანი საწოლზე წევს.
ქანდაკებების შექმნის დროს ტექნოლოგიები გამოიყენებოდა, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ ისინი სუნთქავენ. მუზეუმის დამთვალიერებლები ამბობენ, რომ ამის ხილვის დროს ადამიანს შიშის გრძნობა ეუფლება. საწოლში წარმოდგენილი ცნობილი ადამიანების გამოფენამ ექსპერტებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. მათი ნაწილი ამბობს, რომ ცნობილი პირების შიშველ ქანდაკებებს ხელოვნებასთან არაფერი აქვთ საერთო.

კომენტარები

სხვა სიახლეები