ამერიკული საშობაო კოქტეილი ,,ეგგ – ნოგი“

 

ინგრედიენტები:
რძე – 1 ჭიქა,
ნაღები – 250 მლ.
კვერცხის გული – 4 ცალი,
შაქარი – ½ ჭიქა,
მუსკატის კაკალი – ¼ ჩ/კ.
დარიჩინი – ¼ ჩ/კ.
რომი ან კონიაკი – 175 მლ.
ვანილი ½ ჩაის კოვზი.

მომზადების წესი: კვერცხის გული პატარა ჯამში მოვათავსოთ. დანარჩენი ინგრენდიენტები საშუალო ზომის ქვაბში მოვათავსოთ და საშუალო ცეცხლზე დავდგათ, ადუღებამდე მივიყვანოთ და ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ. 1/4 ჭიქა მიღებული ცხელი მასა ნელ-ნელა კვერცხის გულებს შევურიოთ და ავთქვიფოთ. სითხე ვუმატოთ მანამდე, სანამ 1 მთელ ჭიქას არ მივაღწევთ. ამის შემდეგ ათქვეფილი კვერცხის გულები ქვაბში დარჩენილ მასას შევურიოთ. ცეცხლს ცოტათი ავუწიოთ და საშუალო ცეცხლზე 4 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ. შემდეგ სითხე მინის ჭურჭელში ჩავასხათ და მაცივარში 24 საათით შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები