ამერიკული ოცნების მსხვრევა – ზუსტად ერთი წლის წინ ავიკატასტროფას კობი ბრაიანტი ემსხვერპლა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 იანვარს ავიაკატასტროფას NBA-ის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი, “ლეიკერსის” გუნდის წევრი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯინა ემსხვერპლნენ.

ბრაიანტის დაღუპვა მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა საკუთარ ტრაგედია აღიქვა.

სოციალურ ქსელში მაშინ მწუხარება გამოთქვა, მათ შორის, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა, ასევე, ყოფილმა პირველმა პირებმა: ბარაქ ობამამ და ბილ კლინტონმა.

სპორტული სამყარო მაიკლ ჯორდანის, ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს, მარია შარაპოვასა და სხვების სახით მწუხარებამ მოიცვა. NBA-ის ყველა მატჩი დუმილის წუთით იწყებოდა.

ბრაიანტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებამდე განკარგულება გასცა “ეროვნული გმირების ბაღის” შექმნის სახით, რომელიც ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსების, კულტურის მოღვაწეებისა და სპორტსმენების პანთეონს წარმოადგენს. “ბრაიანტი აქ იქნება უოლტ დისნეისთან, ფრენკ სინატრასთან, სტივ ჯობსსა და სხვა ცნობილ პირებთან ერთად”, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები