ამერიკიდან დაბრუნებულმა ქართველმა ექიმმა თელავის საავადმყოფოსთვის საწოლები ააწყო (ფოტო)

ამერიკიდან დაბრუნებულმა ქართველმა ექიმმა თელავის საავადმყოფოსთვის საწოლები ააწყო, დავით მრელაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„გურჯაანის ავეჯის მაღაზიიდან რომ აგარაკის დასაკეც საწოლებს წამოიღებ და თელაველ “სვარჩიკს” სტაციონარის კაპიტალურ საწოლებად აქცევინებ თელავის საავადმყოფოსთვის, დაახლოებით, იმ სიმძიმის დანაშაულია კახეთის სამოქალაქო კოდექსით, როგორც ტრამპისგან რო ურანიუმი იყიდო და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს ბირთვულ იარაღი აუწყო.

აწ გურჯაანში პანდემიის მერეც კი ზოროსავით მასკით თუ შევალ, თორე ისე არამგონია, ცოცხალი გამომიშვან.

მაშინ, როცა დანარჩენი საქართველო ატლანტიკის ოკეანეში ზურგქარს ელოდება, რო “ნამდვილი” საავადმყოფოს საწოლებით დატვირთული გემი დროულად შემოვიდეს (გამქრალია დისტრიბუტორებთან, გზაშია), თელავში ხვალ პირველი პარტია დაიდგმება და კვირის ბოლოსთვის ამ კონკრეტული საავადმყოფოს საწოლფონდის 33%-მდე გაზრდას შევძლებთ საჭიროებისამებრ (წინასწარ დარეკვებით არ ხდება ჩაწერა). მთავარი ექიმისა და ადილობრივი “უფროსობის” მიერ მოწონებული და დამტკიცებულია. სხვა თუ არაფერი, ვინც “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და საავადმყოფოს კედლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს – იმათ მაინც გადავაწვენთ აქ, რომ ვისაც ნამდვილი საწოლები სჭირდებათ – გამოუთავისუფლდეთ.

P.S. გურჯაანელ პაციენტს თუ გადმოიყვანენ, “კოიკა” 20 ლარი/ღამე. თავის ფასი მაინც ხო უნდა ამოვიღოთ“, – წერს დავით მრელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები