ბრიტანელი კოლინ ჰიგინსი, რომელსაც სახის და თავის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული, სელფიმ გადაარჩინა. Thesun-ის ინფორმაციით, გოგონას მისმა ყოფილმა ბოიფრენდმა სასტიკად სცემა.
გამოცემის ინფორმაციით, კოლინ ჰიგინსი ორი დღე საკუთარ სახლში კომაში იწვა. როდესაც ის აზრზე მოვიდა, საკუთარ თავს სელფი გადაუღო და ამის შედეგად შეძლო დაზიანებების შეფასება. ამის შემდეგ გოგონა მიხვდა, რომ მის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მან მედიკოსები გამოიძახა. ექიმებმა კოლინს თავის ტვინის და მარცხენა თვალის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს. „მე სელფიმ გადამარჩინა“, – ამბობს კოლინ ჰიგინსი.