აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას შტატში გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა, შემთხვევით, კორპორატიული ინტერნეტქსელი დაავირუს. როგორც გაირკვა, ის სამსახურში პორნოს უყურებდა. მამაკაცმა სამსახურში თავისი ლეპტოპი მიიტანა, კორპორატიულ ქსელში ჩართო და პორნოს ისე უყურებდა.
როგორც შიდა გამოძიებით დადგინდა, თანამშრომელი სამსახურში ყოფნისას ინტერნეტში შედიოდა და ჯამში ათასზე მეტი “პორნოსაიტი” გახსნა. მისმა კომპიუტერმა ვირუსი მიიღო, რომელიც უწყებაში არსებულ სხვა კომპიუტერებზეც გავრცელდა, ასევე, შიდა ქსელიც დააზიანა. ინციდენტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, რადგან ეს სახელმწიფო უწყებაში მოხდა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბედნიეროდ ამ ქმედებამ აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნა. როგორც ირკვევა, მამაკაცმა ორგანიზაციის კიდევ ერთი წესი დაარღვია – მან სამსახურში საკუთარი ნოუთბუქი გამოიყენა, რაც კატეგორიულად არის აკრძალული.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახური აპირებს, თანამშრომლებისთვის დამატებითი ინსტრუქტაჟი ჩაატაროს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენოს შინაგანაწესი.
სხვა სიახლეები