ამერიკელმა მოსწავლემ მასწავლებელ ქალს ჰაშიშიანი კექსი აჭამა

აშშ–ში მერილენდის შტატში სკოლის მოსწავლე დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც თავის მასწავლებელს ჰაშიშიანი კექსი აჭამა. ამ ინფორმაციას „Associated Press“–ი ავრცელებს. 17 წლის თინეიჯერმა მასწავლებელ ქალბატონს კექსი მისივე თხოვნის შემდეგ აჭამა, თუმცა არ გაუფრთხილებია რომ ის მარიხუანას შეიცავდა. კექსის მირთმევის შემდეგ ქალბატონი პანიკაში ჩავარდა და ორიენტაციის შეგრძნება დაკარგა. შედეგად იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა. გამოფხიზლების შემდეგ ქალბატონმა პოლიციას მიმართა. სკოლის მოსწავლე ნარკოტიკების შენახვის და ადამიანისთვის საფრთხის შექმნის გამო დააპიტიმრეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები