აშშ-ში მეხანძრე ძაღლს 20 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მას შემდეგ, რაც ის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა. ძაღლი სახელად ნალუ კვამლის და სიცხის გამო, შოკში იყო. როდესაც მეხანძრემ ის სახლის საძინებელში აღმოაჩინა, ძაღლი არ სუნთქავდა.
„ის უძრავად იწვა და პულსი არ ესინჯებოდა“, – იხსენებს მეხანძრე ენდრიუ კლაინი. მეხანძრეებმა ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს და სპეციალური ნიღბით ჟანგბადიც მიაწოდეს. 20 წუთის შემდეგ, ძაღლს სუნთქვა დაუბრუნდა და სიარულიც შეძლო.
ნალუს ჟანგბადის ნიღაბი დაახლოებით ერთი დღე-ღამე ჰქონდა და ამის შემდეგ, ის საბოლოოდ გამოკეთდა.
სხვა სიახლეები