ამერიკის შტატ ვისკონსინის მცხოვრები, მანუელ ფრანკო, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგების მფლობელი გახდა – მან 768 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Epoch Times-ი ავრცელებს.
წესების თანახმად, ახალგაზრდას მოგებული თანხის მიღება შეეძლო ნაწილ-ნაწილ ,29 წლის განმავლობაში, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, ქველმოქმედებისთვის შეეწირა თანხის ნაწილი იმ პირობით, რომ მოგების დანარჩენ ნაწილს ერთბაშად მიიღებდა.
საბოლოოდ, მოგებულმა 477 მილიონი დოლარი მიიღო. გარდა შეწირული თანხისა, ის ვალდებულია, ფედერალური გადასახადის სახით 114 მილიონი დოლარი გადაიხადოს.
“მგონია, რომ ეს სიზმარია და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავიღვიძო. არ მჯერა, რომ ეს შესაძლოა, მოსვლოდა ისეთ უბრალო ბიჭს, როგორიც მე ვარ. ვინაიდან მე ბედმა გამიღიმა, აღარ ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა მსგავსს გათამაშებებში. მაგრამ მინდა გითხრათ, იმისთვის, რომ შეცვალო მთელი შენი ცხოვრება, ღირს, გადაიხადო 2 დოლარი. ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა და მე იმედით ვუყურებ მომავალს”,- აცხადებს მოგებული.