ამერიკელმა ბოლო 4 წლის მანძილზე 1 მილიონი დოლარი მეორედ მოიგო

 

ამერიკელმა ბრიუს მაგისტრომ 2012 წლიდან 1 მილიონი დოლარი მეორედ მოიგო. პირველად – 4 წლის წინ აშშ-ს მოქალაქემ მომენტალური ლატარიის წყალობით მოიგო 1 მილიონი დოლარი. თანხის უდიდესი ნაწილი მაგისტრომ მეუღლის სამედიცინო ქვითრების გადახდაზე დახარჯა. 2014 წელს ამერიკელის მეუღლე კიბოსგან გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ მაგისტრომ მომენტალური ლატარიის კიდევ 10 ბილეთი 20 დოლარად შეიძინა.

ერთ-ერთმა ბილეთმა მას 1 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. მაგისტროს განცხადებით, ის ფულის გაყოფას 3 შვილთან და საცოლესთან ერთად გეგმავს. მამაკაცი ვერ იჯერებს, რომ იღბალმა მას მეორედ გაუღიმა. მაგისტროს ერთ-ერთი ვაჟი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილმა დედამ ქმარს ასე „მადლობა გადაუხადა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები