“ამერიკელი ხალხი ჰარისა და მარკლის უსაფრთხოებაში ფულს არ გადაიხდის” – დონალდ ტრამპს ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უპასუხეს

აშშ-ში მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ცხოვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამერიკელი გადამხდელები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების უსაფრთხოებაში ფულს არ გადაიხდიდნენ.

“მე დედოფლისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მეგობარი ვარ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგანი და ჰარი, რომლებმაც გაერთიანებული სამეფო დატოვეს, იცხოვრებდნენ კანადაში, ახლა ისინი აშშ–ში ცხოვრებას აპირებენ. ამერიკა მათი უსაფრთხოებისთვის ფულს არ გადაიხდიან, მათ თავად უნდა გადაიხადონ”, – დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავიანთი წარმომადგენლის საშუალებით უკვე უპასუხეს:

“სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არც აპირებდნენ ამერიკისთვის ეთხოვათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მათი უსაფრთხოებისთვის შესაბამის თანხმები უკვე მობილიზებულია”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები