ამერიკელი ყოფილი სამხედრო აცხადებს, რომ მარსზე მსახურობდა და იქ სუნთქვა თავისუფლად შეიძლება

ამერიკელმა პენსიონერმა შოკისმომგვრელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ის სადღაც კი არა, მარსზე მსახურობოდა და იქ სუნთქვა თავისუფლად შეიძლება.

image

ყოფილი სამხედრო ოფიცერის თქმით, რომელსაც კაპიტანი ქეის სახელით იცნობენ, მისი სამუშაო, ადგილობრივი მოსახლეობის უცხოპლანეტელთა ბაზის დაცვა იყო, იუწყება Mirror.

კაპიტანმა ქეიმ განაცხადა, რომ ის საიდუმლო სივრცის ერთ-ერთი კოსმოსური ფლოტის მეთაური იყო, რომელიც მრავალეროვნულ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა, სახელწოდებით-“დედამიწის თავდაცვის ძალები”.

მარსზე გატარებული, 17 წლის განმავლობაში მას ამერიკელებთან, ჩინელებთან და რუსებთან მოუწია თანამშრომლობა. კაპიტანი ქეის მთავარი ამოცანა იყო წითელი პლანეტის ხალხის მიერ აშენებული ხუთი კვლევითი ბაზის დაცვა, მარსზე დასახლებული აგრესიული “მკვიდრი მაცხოვრებლებისგან.”
სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ კაპიტანი ქეი რთული უცხოპლანეტის სამსახურისთვის მოამზადა.

ამ დროის განმავლობაში, მან სამი ტიპის კოსმოსური სწრაფმავალის და იგივე რაოდენობის ბომბდამშენის მართვა ისწავლა, რომელიც სპეციალურად საჰაერო სივრცეში საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისთვის არის შექმნილი.

ტრენინგი ჩატარდა საიდუმლო მთვარის ბაზაზე, სახელწოდებით “Lunar Operations Command”. კაპიტან ქეიმ არ იცის თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავდათ მათ.

მარსის ჯარში, არასრული 20 წლის გატარებამ, მე ძალიან დამღალა”, – აღიარებს იგი. ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინა სამხედროს მოთხოვნაზე გადადგომის შესახებ და მის საპატივსაცემოდ დიდებული გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. მათ შორის იყო აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=OKAyH6_96oQ[/youtube]

რბილად რომ ვთქვათ, კაპიტანი კეის მონათხრობი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის პირველი არაა, ვინც ამტკიცებს, რომ მარსზე საიდუმლო სამხედრო ბაზები არსებობს. უცხოური ტელეარხების UFO TV-ს წარმომადგენლებმა ამაზე ნახევარ საათიანი ფილმი გადაიღეს.

წყარო:intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები