ამერიკელი ტრანსგენდერი პატიმარი ციხეს იმის გამო უჩივის, რომ ჯადოქრობის უფლებას არ აძლევენ

ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, მსჯავრდებულმა ტრანსგენდერმა, საპატიმრო დაწესებულებას სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ არ ეძლევა საშუალება, ჯადოქრობით დაკავდეს. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.
ჯენიფერ ენ ჯაზმაინი, რომელიც ადრე დუეინ ფოქსი იყო, ამტკიცებს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და არ მიეცა საშუალება, ბუნების თაყვანისცემაზე დაფუძნებული რელიგიის, ვიკის მიმდევარი იყოს.
ტრანსგენდერი ამბობს, რომ არა აქვს საშუალება, შესაბამისი საკვები მიიღოს და რიტუალური სამოსი ატაროს. ამავე დროს, კოლონიაში ქრისტიანებს შეუძლიათ ჩაატარონ რელიგიური რიტუალები კვირაში ექვსჯერ. ის ასევე აცხადებს, რომ მისთვის აუცილებელია, კვირაში ორჯერ ბუნებაში რიტუალების ჩატარება.
ამავე დროს, შტატში არსებული კანონით, ციხეები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ პატიმრები ყველანაირი პირობით, რელიგიური პრაქტიკის განხორციელებისთვის. ჯაზმაინი აცხადებს, რომ საჭირო ატრიბუტების მისაღებად, განცხადება ერთი თვის წინ დაწერა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მას სამოსი, საკვები და სანთლები სჭირდება.
მის სარჩელში საპატიმროს წინააღმდეგ ნათქვამია:„ჯაზმაინისთვის რელიგია მხოლოდ რელიგია კი არა, არამედ ცხოვრების წესია. ეს ის გზაა, რომელიც მან აირჩია.“
შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების წარმომადგენელმა, აღნიშნულ თემაზე, კომენტარის გაკეთება არ მოისურვა.
აღსანიშნავია, რომ ჯაზმაინს, იგივე დუეინ ფოქსს, 2014 წელს სექსუალური შევიწროებისთვის, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები