ამერიკელი მსახიობი ჩარლი შინი შიდსით დაავადდა

ამერიკელი მსახიობი ჩარლი შინი, რომელსაც ახლახანს 50 წელი შეუსრულდა შიდსით დაავადდა, – ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ს პირდაპირ ეთერში თავად განაცხადა.
„მე აქ ვარ იმისათვის, რომ გითხრათ, მე შიდსი მჭირს. ძალიან ძნელია ამ სიტყვების წარმოთქმა მაგრამ ეს სიმართლეა“- განაცხადა ჩარლი შინმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.
შინმა დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში „უმაღლესი ლიგა 2“, „ფული წყვეტს ყველაფერს“, „იყავი ჯონ მალკოვიჩი“, „მოლაპარაკე თავები“, „უოლ სთრითი“ და სხვა.
ჩარლი შინი 3-ჯერ იყო დაქორწინებული, მას 5 ქალიშვილი ჰყავს.
„მეჩვენება რომ ამ აღიარებით დღეს საკუთარი თავი ციხიდან გავათავისუფლე“- დასძინა მსახიობმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები