ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო ჟურნალ Time-მა წლის არტისტად დაასახელა

ცერემონიაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის კარიერა ხშირად არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით სავსეა, მაყურებელი მაინც კვლავ ელოდება დიკაპრიოს ეკრანზე ხილვას.

„ყველაფერი, რაც მას ოდესმე სურდა, მსახიობობა იყო. ლეონარდო დიკაპრიო — Time-ის წლის არტისტი“, — წერს ჟურნალი სოციალურ ქსელ X-ში.

ლეონარდო დიკაპრიო მრავალი პრესტიჟული კინოპრემიის მფლობელია, მათ შორის „ოსკარის“, BAFTA-ს, „ოქროს გლობუსის“ და ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს — საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ფილმში „გადარჩენილი“.

20 ნოემბერს რუსი მსახიობები ალექსანდრ პეტროვი და მარინა ალექსანდროვა ჟურნალ KinoReporter-ის ვერსიით, წლის არტისტებად გამოცხადდნენ. პეტროვმა მიღებული ჯილდო მეუღლეს, ვიქტორია პეტროვას მიუძღვნა

კომენტარები

სხვა სიახლეები