ჯანმრთელი შინაური ცხოველების, კერძოდ კი ძაღლების კოცნა ადამიანის იმუნიტეტს და ჯანმრთელობას აძლიერებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები გამოკვლევის შედგად, რომელშიც 50 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის და ძაღლის ორგანიზმში ერთნაირი ბაქტერიები არსებობს. კოცნის დროს ის ძაღლის ორგანიზმიდან ადამიანში გადადის, რაც ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს და საჭმლის სწორ მონელებას ხელს უწყობს. ყველა მოხალისეს მეცნიერებმა საჭმლის მონელების სისტემის კარგი მუშობა დაუფიქსირეს. რამდენად სასარგებლოა ადამიანის კოცნა ძაღლებისთვის, ამის შესახებ მეცნიერების დასკვნაში არაფერია ნათქვამი.