ბენ აფლეკი ამერიკელმა მსახიობმა, ჰილარი ბერტონმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. როგორც გამოცემა „ფორბსი“ აღნიშნავს, ეს მას მერე გააკეთა, რაც აფლეკმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის საქციელი დაგმო.
მსახიობმა ჰილარი ბერტონმა განაცხადა, რომ 2003 წელს, ერთ-ერთი ტელეშოუს გადაღებებზე აფლეკი მის მიმართ შეუფერებლად მოიქცა. მოგვიანებით კი თავად აფლეკმა დაწერა „ტვიტერ“-ში, რომ, მართლაც, უღირსად მოექცა ქალბატონ ბერტონს და ამისთვის ბოდიშიც კი მოიხადა. ცოტა ხნის წინ გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და სხვა ცნობილმა ამერიკელმა ვარსკვლავებმა განაცხადეს, რომ პროდიუსერ ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ამ განცხადებების შემდეგ საპროდიუსერო კომპანია „ვაინშტეინმა“ პროდიუსერი სამსახურიდან გაათავისუფლა.
სხვა სიახლეები