“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ვიდეო, სადაც ის ცხვირს პირბადით იწმენდს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
მეტიც, მან მსოფლიო მოიცვა.
ვიდეოს “ინსტაგრამზე” ამერიკელი მსახიობი, კენ ჯონგი გამოეხმაურა: “გთხოვთ, ატარეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია, ეს არც ისე რთულია”, – დაწერა მსახიობმა აღწერაში.
მის პოსტს ბურჯანაძის ვიდეოზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.