ვინ არის ქართველი, რომელმაც ამერიკის ორი მოქალაქე გადაარჩინა (ვიდეო)

ამერიკაში, ქართველმა  ცეცხლმოკიდებულ “ტრაილერის” 2 მგზავრი გადაარჩინა.
როგორც „კვირა+“ – მა გაარკვია, ახალგაზრდა ქართველი 38 წლის მიხეილ გოგინაშვილია.
იგი მეუღლესთან ერთად უკვე ორი წელია ამერიკაში იმყოფება. ის ქიზიყელია და წარმოშობით სიღნაღის რაიონიდანაა.
მიხეილ გოგინაშვილი, ვიდრე ამერიკაში წავიდოდა, საქართველოში თბილისის საერთშორისო აეროპორტში უშიშროების მთვარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. „შემთხვევა, ამერიკის დროით, დღის 13-14 საათებში მოხდა.
ჩვენ ჩვენი მანქანით მივდიოდით.
ნორს კაროლინაში გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, სადაც საცობი იყო. მანქანები გაჩერებული იყვნენ. მოულოდნელად, „ტრაილერს“ ცეცხლი გაუჩნდა. წინ კიდევ 4 მანქანა იყო ერთმანეთს შეჯახებული. მიხამ ცეცხლი რომ დაინახა, გაიქცა და მიყვირა: არ გადმოხვიდეო.
მიხა მივარდა და ამერიკის ორი მოქალაქე გადაარჩინა, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ შეძლო, ის ცოცხლად დაიწვა. მიხას არავინ დაეხმარა. მერე უცებ ტაში დაუკრეს და ყვიროდნენ , „გმირი ხარო“.
ჩემმა მეუღლემ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიიღო, ამბობს, რომ იმ კაცის სახე, რომელიც ცოცხლად დაიწვა, მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება “, -ამბობს ჩვენთან საუბრისას მიხეილ გოგინაშვილის მეუღლე.

იზა შაქარაშვილი

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=JUcrxyEIBVw&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები