ამერიკაში, ორეგონის შტატში, პორტლენდის პოლიციაში გამოძახება შევიდა.
მოქალაქე იტყობინებოდა, რომ თავის სახლში უცხო პირი შევიდა და აბაზანაში ჩაიკეტა. სამართალდამცველები ადგილზე ძაღლებთან ერთად მივიდნენ და სახლის დათვალიერება დაიწყეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
უცხო პირს პოლიციელებმა რამდენჯერმე სთხოვეს საპირფარეშოს დატოვება.
ამის გამო, პოლიციამ კარი შეანგრია, სადაც მათ, ადამიანის ნაცვლად, რობოტი მტვერსასრუტი დახვდათ.