“ამას ვერავინ წარმოიდგენდა” – ვინ არის “გუჩის” სომეხი მოდელი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო
“გუჩიმ” მილანის მოდის კვირეულზე 23 წლის სომეხი გოგონა – არმინე არუთიანი წარადგინა. გოგონას უჩვეულო გარეგნობამ სოციალური მედიის ყურადღებაც მიიპყრო.
“ვერავინ წარმოიდგენდა რომ არმინე მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდა და ასეთი მაღალი მოდის პოდიუმზე წარდგებოდა. არმინეს გამორჩეულად ბუნებრივი და ორიგინალური სილამაზე აქვს”. – წერენ სოციალურ ქსელებში.