“ამასობაში ახალი წელი მოვიდა ხალხო” – 21 მარტს ნამდვილი გაზაფხული იწყება

21 მარტს ასტროლოგიური ახალი წელი და ასტროლოგიის საერთაშორისო დღეა. ნამდვილი გაზაფხულიც ხვალ იწყება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“ამასობაში ახალი წელი მოვიდა ხალხო.
ამაღამ, ანუ 21 მარტს, თბილისის დროით 1:25 საათზე მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში.
ეს იქნება გაზაფხულის ბუნიობა და ნამდვილი გაზაფხული. ის არა, 1 მარტს რომ იწყება ხოლმე და ვიყინებით. ხვალიდან ბუნება გაღვიძებას, გაცოცხლებას, აღდგომას დაიწყებს.
ეს არის ასევე ასტროლოგიის საერთაშორისო დღე და ვულოცავ ყველა ასტროლოგს და ყველა ადამიანს, ვისაც ასტროლოგია აინტერესებს.
ასევე ვულოცავ ყველას, ვინც ნოვრუზს ზეიმობს. განსაკუთრებით ჩვენს აზერბაიჯანელებს.
ეს არის ასტროლოგიური ახალი წელი, რომელიც მზის ვერძის ნიშანში გადასვლისას იწყება. ასე რომ, გილოცავთ ყველას!
დაე, ამ ახალ წელს, რომელიც ამაღამ იწყება, მოეტანოს:
* უკრაინის გამარჯვება;
* რუსეთის დამარცხება და დაშლა;
* საქართველოში რუსეთის ყოველგვარი გავლენის გაქრობა (აგენტებიდან და ჩრდილოვანი ეკონომიკიდან დაწყებული უგემოვნო ესტრადით დამთავრებული);
* საქართველოს რეალური ეკონომიკურ-პოლიტიკური-სამართლებრივი განვითარება
და რაც მთავარია, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ბედნიერების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში შესვლა.” – წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები