ალექსანდრე ჯეჯელავა სახალისო ამბავს ჰყვება – სვეტიცხოველი უნდა ვნახოთ-ხომ არ მიკბენსო?!

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებას სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს და სახალისო ისტორიას ჰყვება.
„ჩემმა მეგობრებმა შვილებს უთხრეს, დღეს მცხეთაში მივდივართო. 3 წლის გოგომ იკითხა, მცხეთაში რა გვინდაო. მამამ უთხრა, სვეტიცხოველი უნდა ვნახოთო. ერთი 10 წუთი ჩუმად იყო. მერე იკითხა: ხო არ მიკბენსო? გილოცავთ სვეტიცხოვლობას! მისი მადლი შეგეწიოთ თქვენ, თქვენ შვილებს და შვილიშვილებს“, – წერს ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები