1. ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? – ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.
2. რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? – ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.
3. რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი? – ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.
4. რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემ წინააღმდეგ? – იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა.
5. რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე? -დღე იყო ერთი დღით ადრე. (“ძნელი პასუხია”, უთხრა ალექსანდრემ. “ძნელ კითხვაზე”, უპასუხა ბერმა).
6. როგორ დავიმსახურო სიყვარული? – იყავი ყველაზე ძლიერი, მაგრამ არა საშინელი.
7. როგორ გავხდე ღმერთი? – გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.
8. რა უფრო ძნელი და ძლიერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი? – სიცოცხლე, მასში მეტი ტანჯვაა.
9. როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? – როდესაც სიკვდილი სჯობს სიცოცხლეს.
სხვა სიახლეები