5 სექტემბერს, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ნაკვეთში კარტოფილის და გოგროვანთა კულტურის მოსავლის აღებას შეუდგა. სულ პრეზიდენტის ნაკვეთში სამი ჯიშის კარტოფილია დათესილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ დღეს სამივე ჯიშის კარტოფილის აღება და სორტირება მოახერხეს. გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, წელი მოსავლიანი გამოდგა. პრეზიდენტის ნაკვეთიდან, რომლის ფართობიც 1,5 ჰექტარს წარმოადგენს, 60 ტონა კარტოფილი მიიღეს.
ბელორუსული მედიის ცნობით, ჯიში „ულადარი“ ადგილობრივი აგრონომების გამოყვანილია, დანარჩენი ორი კი გერმანული სელექციის შედეგია.
პრეზიდენტი საზამთროს მოსავალმაც გაახარა. ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა დამხმარეებმა ტკბილი და არომატული საზამთრო ნაკვეთშივე დააგემოვნეს.
სხვა სიახლეები