უკრაინული ეროვნული კონკურსის, საბავშვო “ევროვიზიის” 2019 წლის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა 10 ფინალისტი დაასახელეს, რომელთა შორის ქართველი მომღერალი, 2019 წლის უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი მოხვდა.
ქართველი მომღერალი საბავშვო „ევროვიზიის“ შიდა ეროვნულ ფინალში სიმღერას Moia MA შეასრულებს.
შესარჩევი ეტაპი 19 აგვისტოს ონლაინრეჟიმში ჩატარდება, შერჩეული ფინალისტები კი 24 ნოემბერს პოლონეთში მე -17 კონკურსზე უკრაინის წარმომადგენლობის უფლების მისაღწევად იბრძოლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სხვა სიახლეები