ალბერტ აინშტაინის და მისი მძღოლის ისტორია

ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინი დადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და ატარებდა ფარდობითობის თეორიის შესახებ ლექციებს. ერთ-ერთი მგზავრობისას კი მისმა მძღოლმა განაცხადა: ” ბატონო ალბერტ, უკვე იმდენჯერ მოვისმინე თქვენი ლექცია, რომ სანაძლეოს ვდებ, მეც შევძლებ მაგ ლექციის ჩატარებას”
“კარგი, მოგცემ ერთ შანსს,”-დაეთანხმა ალბერტი. ” აი შემდეგ უნივერსიტეტში არ მიცნობენ, ასე, რომ, როცა მივალთ, შენს ქუდს მე დავიხურავ და შენ გააცანი იქ მყოფთ თავი, როგორც აინშტაინი და ჩაატარე ლექცია.
“მძღოლმა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე ჩაატარა ლექცია. როცა დაამთავრა და წასვლა დააპირა, ერთ-ერთმა პროფესორმა შეაჩერა და დაუსვა რთული შეკითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო მათემატიკურ ფორმულებთან და განტოლებებთან. მაგრამ მოხერხებული მძღოლი არ დაიბნა და გაოცებული სახით მიმართა პროფესორს: ” პასუხი მაგ შეკითხვაზე იმდენად მარტივია, რომ გაკვირვებული ვარ, როცა მე მეკითხებით. მაგ შეკითხვას მე კი არა ჩემი მძღოლიც უპასუხებს, რათა დაგიმტკიცოთ. ახლავე ვთხოვ, რომ მოვიდეს და გიპასუხოთ შეკითხვაზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები