Facebook–მომხმარებელი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:
“ალბათ, შეგინიშნავთ, რომ მოხუცებს თავისებური სუნი აქვთ. ჰიგიენასაც იცავენ, მაგრამ უსიამოვნო სუნი მაინც აქვთ, ამას “მოხუცი ადამიანის სუნი” ეწოდება. საქმე ისაა, რომ ადამიანის კანის უჯრედებში დაბერებასთან ერთად (40 წლიდან) წარმოიქმნება ძალიან უჩვეულო სითხე: 2-ნონენალი. ეს ნივთიერება იმიტომ წარმოიქმნება, რომ კანის ზედაპირზე იზრდება ომეგა-7 უჯერი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა და 2-ნონენალიც მათი დაჟანგვის შედეგია (უჯერი ალდეჰიდი). მას ფერი არ აქვს, მაგრამ არასასიამოვნო სუნი აქვს, დაახლოებით, ისეთი, როგორიც ირისს, კიტრსა და ცხიმს ერთად აღებულს. სხვათა შორის, მოძველებული ლუდისთვის დამახასიათებელ სუნსაც 2-ნონენალი ქმნის. ამიტომაც, მოხუცი შეიძლება, არ სვამდეს, მაგრამ ალკოჰოლთან ასოცირებული სუნი მაინც ჰქონდეს.
პ.ს. სიყვარული გადაწონის ალდეჰიდს”
სხვა სიახლეები