ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქ-მომხმარებლებს დაემშვიდობა. ამის მიზეზად მის მიმართ გამოხატული აგრესია დაასახელა:
“ალბათ, ამ დღეს დიდხანს ელოდით და გილოცავთ, გადავწყვიტე, გავერიდო “ფეისბუქს”!
ბოლო წვეთი ეს კვირა იყო, ამდენი უმიზეზო აგრესია იცით, როგორი დამღლელია? მოგზაურთა ჯგუფში რაღაც კითხვა დავსვი – შემომესია ხალხი…
– ქველმოქმედებას ვაკეთებ – ამაზეც ისტერიკაა, ჩემს ფოტოს ვდებ და ამაზეც, ვიხუმრებ – ამაზეც, ჰოდა მგონი, თქვენც დაგაწყდათ ნერვები და ნელ-ნელა მეც… ცალკე თემაა, სხვებთანაც სულ ნეგატივს, ერთმანეთის დაჭმა და კივილ-წივილს რომ ვხედავ.
მით უმეტეს, რომ ჩემ მიმართ ნეგატიურ კომენტარებზე ჩემი დიდი გოგო ნერვიულობს, ალბათ, ჩვენი აურა პატარაზეც გადავა, ჰოდა, გადავწყვიტე, ასე დავიცვა თავიც და ჩემებიც.
დღეიდან 1 კვირა – ჩემს ხმას ვეღარ გაიგებთ. თუ მარტივად გადავაგორე – მერეც, სხვათა შორის, სიგარეტიც ასე გადავაგდე :))
ბევრი კეთილი და საყვარელი ადამიანიც ხართ აქ, ყველაზე მეტად თქვენს გამო მიმძიმდა წასვლა, ჰოდა, თქვენ ,,ინსტაგრამზე,, წამოდით, იქ განსაკუთრებულად ფერადი და პოზიტიური სამყაროა.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით”, – წერს შეროზია.