რუსი პრიმადონა ალა პუგაჩოვა უკრიანის ომზე ამღერდა. მის რეპერტუარს კიდევ ერთი სიმღერა შეემატა და მას “ომი” ჰქვია. პრიმადონამ ახალი სიმღერა პირველად “რუსული რადიოს” ეთერში გააჟღერა. მისი განცხადებით, ის, რაც უკრიანაში ხდება, მასზე დამანგრეველად მოქმედებს. “ყველა სიმღერას თავისი დრო აქვს. მე როგორც მომღერალი, ომის დროს არ ვმღერი, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა – უკრაინის მოვლენებმა ნამდვილად მაიძულა, რომ მემღერა და ამით ჩემი სათქმელი მეთქვა”, – განაცხადა პუგაჩოვამ.