ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ამსახველი კადრები გალკინმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერი და ნათელი მოვლენაა. ჯვარი დავიწერეთ!” – წერს გალკინი ინსტაგრამზე.
მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვას მეხუთე ქმარია. 67 წლის პუგაჩოვა და 41 წლის გალკინი უკვე 6 წელია სამოქალაქო ქორწინებაში არიან. წყვილი 2011 წელს დაქორწინდა, 2013 წელს კი სუროგატმა დედამ მათ ტყუპი გაუჩინათ – ჰარი და ელიზავეტა გალკინები.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=9P2gc8L3lhU&feature=youtu.be[/youtube]