ალასკაზე ბოთლში მოთავსებული 50 წლის წინანდელი წერილი იპოვეს

ალასკის ერთ-ერთმა მოქალაქემ, შეშის ძიების დროს, 50 წლის წინანდელი წერილები ბოთლში აღმოაჩინა.
ტაილერ ივანოფმა რუსულ ენაზე შექმნილი წერილი თავის “ფეისბუქგვერდზე” გამოაქვეყნა, სადაც თარგმნაში დახმარებას ითხოვდა.
წერილი 1969 წლის 20 ივნისს რუსი მეზღვაურის მიერ იყო დაწერილი.
წერილს რუსმა ჟურნალისტებმა მიაკვლიეს და, თავდაპირველად, რუსულ მედიაში გავრცელდა.
როგორც BBC წერს, ივანოფის ინფორმაციით, ბოთლი შიგნიდან მშრალი იყო.
როდესაც ბოთლს საცობი მოხსნა მას ღვინის ან რაიმე სხვა დაძველებული ალკოჰოლური სასმლის მსგავსი სუნი ჰქონდა.
წერილის ავტორი 86 წლის კაპიტანი ბოტსანენკოა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილი მისი ხელწერითაა შესრულებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები