ოთარ აბესაძე, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფეისბუქის პირად გვერდზე მეუღლეს, დეა აფციაურს ემოციურ პოსტს უძღვნის.
წყვილმა 2018 წლის დასაწყისში საპყრობილეში იქორწინეს.
“ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით, მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდან)
გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო
გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში გამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა
გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს!
შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი!”, – წერს აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.
2018 წლის 15 იავარს კი, ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სხვა სიახლეები