აკაკი გოგიჩაიშვილი: არ გაეკაროთ PCShop.ge-ს

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ონლაინ მაღაზია PCShop.ge-ს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს:

“ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა მეგობრებიდან ვინმეს დაეწერა თავისი გამოცდილება და მეც ხომ არ შემეშლებოდა-მეთქი, არც ფულს გადავყრიდი და არც ხასიათს გავიფუჭებდი, – სწორედ ამიტომ ვწერ – არ გაეკაროთ PCshop-ge-ს ვაჟა-ფშაველაზე, მსგავსი ცინიზმი, აბუჩად აგდება, იგნორირება არაადეკვატურად მაღალი ფასების ფონზე, არსად მინახავს!
ისე გეპყრობიან, თითქოს ვალი გქონდეს, უბრალოდ არ გემსახურებიან, მე კიდევ არამიშავს არც ისე დიდი თანხა გადავყარე, ჩემს წინ ახალგაზრდა გოგო ლეპტოპს აბრუნებდა, რომელიც არ მუშაობდა და პინგ-პონგს ეთამაშებოდნენ, ხან სად გაუშვიათ, ხან სად… იქიდან უკან მოაბრუნეს და ახლა უმტკიცებდნენ, ექსპერტიზაა საჭირო, რომ არ მუშაობსო… მოკლედ, გირჩევთ დაზოგეთ ნერვები და ფული – არ გაეკაროთ ფი-სი-შოპ-ჯი-ს და არ ინანებთ PCShop.ge”, – წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები