გასულ კვირას სოცქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ქალაქ კემეროვის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველკურსელები შიშვლები არიან გადაღებულები.
როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, ეს უფროსკურსელებმა დააძალეს, ხოლო თუ უარს იტყოდნენ, ფეკალიებს წაუსვამდნენ. შედეგად ასეთი ფოტო გავრცელდა.
გამომცემლობამ „არგუმენტი და ფაქტები“ ამ საკითხთან დაკავშირებით მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც „კემგუს“ კურსდამთავრებული ჰყავდათ ჩაწერილი:
„მე 2006 წელს შემრაცხეს…ნარწყევის გუბეები და გარშემო მთვრალი სტუდენტები, უფროსების სექსი 17 წლის პირველკურსელ გოგონებთან ყველა ბუჩქის უკან. მაგრამ იმ დროს არ იყო ისეთი მობილურები ინტერნეტზე წვდომა რომ ჰქონოდა და ფოტო მაშინვე გადაგეღო. ეს კოშმარი უკვე ძალიან დიდი ხანია ხდება“.
სკანდალი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, სასწავლებლის დირექტორი და მისი რამდენიმე მოადგილე უკვე გაათავისუფლეს. ასევე მიმდინარეობს გამოძიება.