აი, რატომ უნდა დაფაროთ ლეპტოპის კამერა!

ელექტრონული მოწყობილობები დღითიდღე უფრო და უფრო იხვეწება. ჩვენი ლეპტოპები, პლანშეტები და ტელეფონები აღჭურვილია შესანიშნავი ფოტო და ვიდეო კამერებით, რომელიც საშუალებას იძლევა, რათა გადავიღოთ ლამაზი “სელფი” ან გამოვიყენოთ ისინი მეგობართან ან ოჯახის წევრთან კომუნიკაციის მიზნით. მიუხედავად ამისა, პროგრესს აქვს მეორე მხარე…
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ვებკამერა პირადი სარგებლობისთვის, მართლაც, ჰაკერებს შეუძლიათ “გატეხონ” ნებისმიერი ჩვენი მოწყობილობა და გამოიყენონ მისი რესურს საკუთარი სურვილების მიხედვით.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი შეშფოთებულია და საკუთარ “ვებკამერას” ფარავს. მაშინაც კი, თუ მოწყობილობა გამორთულ მდგომარეობაშია. ფედერალური ბიუროს გამომძიებელმა, ჯეიმს კომეიმ, ინტერვიუში აღიარა, რომ იგი საკუთარ მოწყობილობებს გაუმჭვირვალე ფირის საშუალებით ფარავს. ეს ყველაფერი კი მისი კოლეგების გამოცდილების ხარჯზე გააკეთა.
რა თქმა უნდა, FBI-ის უფროსს აქვს რაღაც გარკვეული შიში. რადგან მის კომპიუტერში ინახება რაღაც ისეთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არ უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნებისთვის ადვილად მოსაპოვებელი. რატომ უნდა გვეშინოდეს ჩვეულებრივ მოქალაქეებს?image

რუსეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ეშინია მეთვალყურეობის, 26% იყენებს სხვადასხვა საშუალებას რათა დაფაროს კამერები ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე, ხოლო 5%-მა კი ტელეფონის წინა კამერაც კი დაფარა. ხშირად თაღლითები შანტაჟის გზით იყენებენ ვიდეო ან ფოტო გამოსახულებას, რადგან მათ სურთ გამოიჭირონ მსხვერპლი და გამოძალონ მას სხვადასხვა ფულადი თანხა.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვებკამერების გამომშვებმა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა და ისინი ვებკამერის შეფუთვაში ათავსებენ სპეციალურ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კამერის დაფარვა. თუმცა ეს არ არის გამოსავალი, რადგან თავდამსხმელებს შეუძლიათ მოიპოვონ ღირებული ინფორმაცია სხვადასხვა გზით.image

ასე, რომ იყავით ყურადღებით, თაღლითები ყოველთვის მზადყოფნაში არიან! ყველას საკუთარი შეხედულება აქვს ამ ფაქტის მიმართ, ზოგი სიცრუედ მიიჩნევს, ზოგისთვის კი პირიქითაა ყველაფერი. ამ ყველაფერზე კი, პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. თუ ეს რჩევა თქვენთვის გამოსადეგია გაუზიარეთ იგი მეგობრებს.

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები