“აი, ასეთი იყო დედაჩემი – უსექსესი” – ინგა გრიგოლია დედის ფოტოს აქვეყნებს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საკუთარი დედის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს. როგორც გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დედას საქართველოში გოგონების ნაადრევი გათხოვების თემაზე ეკამათა.

„მე ვუმტკიცებ დედაჩემს, გოგოები პატარა ასაკში სექსის გამო თხოვდებიან-მეთქი. ნანუკა ჟორჟოლიანის ანონსი გავიდა და ამას მოჰყვა ჩვენი კამათი. და დედაჩემი მეჩხუბება, რით ვერ გაიზარდე, რა ჯანდაბა გჭირს, რაებს იგონებო, მე მამაშენს იმიტომ გავყევი, რომ ინსტიტუტიდან რიცხავდნენო.

ეჭვი მაქვს, ხვალ ჟორჟოლიანის გადაცემა რომ გავა, ხმას აღარ გამცემს. არადა, აი, რა სილამაზე იყო დედაჩემი – უსექსესი. taso Gunia შენი ბრალია ეს ჩვენი ჩხუბი. მათრია სასტიკად, აღარ გაბედო სიტყვა სექსის თქმაო”, – წერს გრიგოლია.

12387972_439537759574948_1032609652_n

კომენტარები

სხვა სიახლეები