აირჩიეთ ქვა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს თქვენზე
1. მარგალიტი
თუ არჩევანი მარგალიტზე შეაჩერეთ, თქვენ ამაყი და ღირსეული ადამიანი ხართ. ხართ ბრძენი, ხშირად ეხმარებით სხვებს, სახლში კი მუდამ იდეალური წესრიგი გაქვთ. ხართ, მშვიდი, კეთილი და ყოველთვის ფიქრობთ, ვიდრე რაიმეს იტყვით. მზად ხართ ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის.
2. ლალი
საინტერესო, ვნებიანი და ენერგიული ადამიანი ხართ. ყოველთვის მზად ხართ ტალღას აჰყვეთ და იცით რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ სისხლი გიდუღდეთ. ენერგიით ხართ სავსე, თუმცა მის დიდ ნაწილს სასარგებლოდ ვერ იყენებთ და ქარს ატანთ.
3. ბრილიანტი
თქვენ ძლიერი, მტკიცე და ღირსეული პიროვნება ხართ. ირგვლივ ყველას სიცოცხლის ძალას ჰმატებთ.
უშიშარი ადამიანი ხართ და თქვენთვის მთავარი ფასეულობა – ახალ-ახალი თავგადასავლებია.
4. ცისფერი ტოპაზი
ეს ადამიანები ძირითადად მშვიდები და გათვითცნობიერებულნი არიან. იციან როგორ მიიღონ ცხოვრებისგან სიამოვნება. თქვენი ენერგია სხვებშიც სიმშვიდეს იწვევს. თქვენ იშვიათი და დასაფასებელი პიროვნება ხართ.
5. პერიდოტი
თუ ამ ქვას ირჩევთ, თქვენიმთავარი მიზანია, საკუთარი “მე”-სა და ჰარმონიის პოვნაა.
იშვიათი და დასაფასებელი ადამიანი ხართ.
6. აქვამარინი
თქვენ ძალიან გიყვართ ოკეანე. ყველა გიცნობთ, როგორც თანამგრძნობ, მოსმენის უნარიან ადამიანს.
ამავე დროს ენერგიით ხართ სავსე და ახალი შთაბეჭდილებები გწყურიათ. როგორც ჩანს საკუთარ პრობლემებს გულგრილად უყურებთ. თქვენთვის ცხოვრებაში გართობა და სიამოვნებაა მნიშვნელოვანი, მოწყენილობა კი ხელს გიშლით.
7. ტანზანიტი
ტანზანიტი მგრძნობიარე და ვნებიან ადამიანებს უყვართ. თქვენთვს აუცილებელია გიყვარდეთ და უყვარდეთ.
საოცარი ინტუიციის გრძნობა გაქვთ და ხშირად მიენდეთ მას.
8. ციტრინი
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ასევე თბილი და კეთილი. ოჯახსა და სამსახურში იდეალური პარტნიორი, უიმედობის დროს, ბევრისთვის ნათელი სხივი ხართ.
9. ვარდისფერი ტურმალინი
ნაზი, მგრძნობია და თანაგრძნობით სავსე. გულწრფელი და ხანდახან გულუბრყვილოც.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სუსტი ადამიანი ხართ. თქვენი მწყობრიდან გამოყვანა რთულია, მაგრამ თუ ვინმემ შეძლო – უფრთხილდით!
10. ამეთვისტო
თქვენ ცოცხალი, ჭკვიანი და აქტიური ადამიანი ხართ. ფლობთ დიდ ენერგიას და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. წინ ვერაფერი დაგიდგებათ. ხართ შესანიშნავი მშობელი.
წყარო: www.reitingi.ge